დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა, რაც შეეხება განათლებას, როცა ადამიანს სამსახურში შეაქვს განცხადება, იტყვის, დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ვარო?! - სინოდმა უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად, მართვა-გამგეობის დებულებით

კრიტერიუმებში ჩვენ ვკითხულობთ, რომ უნდა იყოს ქართველი, უნდა იყოს, ბერი, უნდა იყოს სინოდის წევრი, უნდა ჰქონდეს განათლება და ასაკზე არის მითითება, რომ 40 წელი უნდა ჰქონდეს შესრულებული და არაუმეტეს 70 წლისა უნდა იყოს - მართვა-გამგეობის დებულების შეცვლის უფლება არ აქვს ამ სინოდს და უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად მართვა - გამგეობის დებულებით,- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვრული წესი დაცული იყოს.

„დღეს იქნება სინოდზე სამი საპატრიარქო კანდიდატის გამორჩევა და შემდგომი სინოდი, გაფართოებული სხდომა იქნება უკვე პატრიარქის გამოსავლენად.

კრიტერიუმებში ჩვენ ვკითხულობთ, რომ უნდა იყოს ქართველი, უნდა იყოს ბერი, უნდა იყოს სინოდის წევრი, უნდა ჰქონდეს განათლება და ასაკზე არის მითითება, რომ 40 წელი უნდა ჰქონდეს შესრულებული და არაუმეტეს 70 წლისა უნდა იყოს.

მე ვარ მათემატიკოსი, სიტყვა არაუმეტეს 70 წლისა, ნიშნავს, რომ 70-ს ნებისმიერი დროის დამატებით უკვე აღარ არის არაუმეტეს 70-ისა. ანუ 70-ს პლუს რაღაც დღეები და თვეები, უკვე უმეტეს 70-ისაა, როგორც მათემატიკოსისთვის, ჩემთვის, ეს არის სრულიად წყალი, თუმცა, ვნახოთ, სინოდი ამაზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მეორე არის, რომ მართვა-გამგეობის დებულების შეცვლის უფლება არ აქვს ამ სინოდს და უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად მართვა- გამგეობის დებულებით. განათლების თემას რაც შეეხება, როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ადამიანს დიპლომი არ აქვს და სამსახურში ვაკანსიაზე შეაქვს განცხადება, რას იტყვის, რომ დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ადამიანი ვარო?! ეს არც ერთ სამსახურში არ გაჭრის.

ყველა საკითხი შეიძლება დადგეს ინტერპრეტაციის ქვეშ, მაგალითად, დადგეს საკითხი, რას ნიშნავს ქართველი. მე მყავდა მეგობარი, იეზიდი და შინაგანად იყო ძალიან კარგი ქართველი, ახლა ასე თუ ვიმსჯელებთ, ყველაფერი შეიძლება ეჭვქვეშ დავაყენოთ. არსებობს ასეთი ცნებაც „ფარული ბერები“ და ახლა აქ კრიტერიუმში წერია ბერი - „ფარული ბერი“ ნიშნავს, რომ აღკვეცილი არ არის, მაგრამ ბერულად ცხოვრობს ანუ ყველაფერი შეიძლება დადგეს ინტერპრეტაციის ქვეშ. ასე რომ, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის ცხოვრებისთვის, რომ წესი, რომელიც განსაზღვრულია, იყოს დაცული.

უმეტესობა ეპარქიებიდან უკვე მივიღეთ ინფორმაცია დელეგატების შესახებ,“-განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები