BTU-ს ახალი პარტნიორობა „Junior Achievement Georgia“-სთან ახალგაზრდების განათლების გაძლიერებისთვის

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახალ პარტნიორობას აფუძნებს „Junior Achievement Georgia“-სთან, მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს და ევროპის მასშტაბით წამყვან ორგანიზაციასთან, რომელიც მოზარდთა ციფრული და სამეწარმეო განათლების განვითარებაზეა ორიენტირებული. აღნიშნული თანამშრომლობა ქმნის დამატებით შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის და კიდევ უფრო აძლიერებს პრაქტიკულ, თანამედროვე მოთხოვნებზე დაფუძნებულ განათლებას.

Junior Achievement Georgia 2002 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს სამეწარმეო განათლების პროგრამების სწავლებას საქართველოში. იგი JA Worldwide-ის ადგილობრივი წარმომადგენელია და მისი პროგრამები აღიარებულია European Training Foundation (ETF)-ის, ევროკომისიისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

2022 წელს Junior Achievement Georgia OECD-ის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (INFE) პარტნიორი წევრი გახდა. ამასთან, 2018 წლიდან, იგი საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების კომიტეტის აქტიური წევრია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორგანიზაციის როლს ქვეყანაში ფინანსური განათლების განვითარებაში.

JA Worldwide დაფუძნდა 1919 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არაკომერციულ ორგანიზაციას მსოფლიოში. 2024 წელს, იგი მესამედ იყო ნომინირებული ნობელის მშვიდობის პრემიაზე და გლობალურ რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს. ორგანიზაციის პროგრამები ფოკუსირებულია ახალგაზრდებში დასაქმებისთვის მზაობის, ფინანსური წიგნიერებისა და სამეწარმეო უნარების განვითარებაზე.

BTU-სა და Junior Achievement Georgia-ს შორის პარტნიორობა მიზნად ისახავს ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივ განვითარებას, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას და ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული უნარების გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ციფრული კომპეტენციების განვითარებას, რაც თანამედროვე შრომით ბაზარზე წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო აძლიერებს BTU-ს შესაძლებლობებს, უზრუნველყოს ბავშვებისა და ახალგაზრდების პრაქტიკული უნარების განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და შექმნას მათთვის ახალი პერსპექტივები გლობალურ გარემოში.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში