მეუფე ანტონი - იმას, რაც ადამიანს შიგნით აქვს, თქვენ კი არა, ფურცელზე რომ ვაფიქსირებ, ხელს ვადებ და ახლა თქვენ გაგიზიაროთ აზრები კაცო? - ისეთ მღელვარებაში ვარ, წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის

იმას, რაც ადამიანს შიგნით აქვს, თქვენ კი არა, ფურცელზე რომ ვაფიქსირებ, ხელს ვადებ და ახლა თქვენ გაგიზიაროთ ჩემი აზრები კაცო? - ასე უპასუხა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონ ბულუხიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, პატრიარქობის რომელ კანდიდატს უჭერს მხარს.

როგორც ანტონ ბულუხიამ განაცხადა, მას „ძმათა შორის“ არჩევანის გაკეთება ძალიან უჭირს.

„ახლა ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის. ყველას აქვს რაღაც ისეთი თვისება, რომელიც დადებითია. რა წარმოიდგინეთ, იცით? როგორც ჟიურისთვისაა როცა ორ საუკეთესო ადამიანს უყურებს, ახლა ვხვდები, რა ძნელია მისთვის არჩევანის გაკეთება. ძალიან ძნელია, ისედაც ვღელავ, ნამდვილად ძალიან ძნელია, ძმათა შორის, როგორი გამოსარჩევია, იცით?“, - განაცხადა ანტონ ბულუხიამ.

კითხვაზე, მას ორი რჩეული ჰყავს თუ არა, დადებითი პასუხი გასცა. ჩაკითხვაზე, ეს რჩეულები მეუფე შიო და გრიგოლი არიან თუ არა, მიტროპოლიტმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.

„მომისმინეთ ახლა, მესამე სხვა არავინ იცით? როგორი არაკომპეტენტური კითხვებია, იმას, რაც ადამიანს შიგნით აქვს, თქვენ კი არა, ფურცელზე რომ ვაფიქსირებ, იმას ვადებ ხელს და ახლა თქვენ გაგიზიაროთ ჩემი აზრები კაცო?“ - განაცხადა მიტროპოლიტმა.

კითხვაზე, მნიშვნელოვანია თუ არა მომავალი პატრიარქი გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი იყოს, მან დადებითი პასუხი გასცა.

„2-ჯერ 2 რამდენია? აბა, რა თქმა უნდა“, - განაცხადა ბულუხიამ.

კითხვაზე, თუ რას უპასუხებდა რუსეთის დაზვერვის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო პატრიარქი გარკვეულ კანდიდატებს ლობირებს, მეუფე ანტონ ბულუხიამ უპასუხა, რომ ამაზე არაფერი სმენია.

„არა კაცო, პირველად მესმის, რაის რუსეთის დაზვერვა? თქვენს არხებს ასე თუ ისე, ვუსმენ, არც ტელევიზიიდან არ მსმენია. ალბათ, ვისაც რა ესიზმრება, იმას ფიქრობს, რა ვიცი“, - განაცხადა ანტონ ბულუხიამ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება