BTU-ს ქართველი მეცნიერები CERN-თან პარტნიორობის ფარგლებში AI და VR ტექნოლოგიების განვითარებაში ჩაერთვებიან

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციასთან (CERN) თანამშრომლობის ახალ, მრავალწლიან სტრატეგიულ ეტაპს იწყებს. შეთანხმების ფარგლებში, BTU CERN-ის პრესტიჟულ საერთაშორისო სამეცნიერო ინიციატივა ATLAS-ში Technical Associate Institute-ის სტატუსით ჩაერთვება.

პარტნიორობის ფარგლებში, BTU-ს ქართველი მეცნიერები და ტექნოლოგიური გუნდი ხელოვნური ინტელექტისა და ვირტუალური რეალობის მიმართულებით იმუშავებენ პროდუქტებზე, რომლებიც საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერას შეუწყობს ხელს.

თანამშრომლობა ეფუძნება BTU-ს გამოცდილებას ვირტუალური რეალობის (VR), ხელოვნური ინტელექტის (AI), სამგანზომილებიანი მოდელირების, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და საგანმანათლებლო ციფრული პლატფორმების შექმნის სფეროებში. პროექტის ფარგლებში შექმნილი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდება მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ცენტრებისა და ინსტიტუტებისთვის.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება VR+AI ეპიზოდების განვითარება, რომლებიც ATLAS დეტექტორის სხვადასხვა ქვესისტემას მიეძღვნება. აღნიშნული ციფრული გარემოები მაღალი სამეცნიერო სიზუსტით შეიქმნება და მიზნად ისახავს როგორც ტექნიკური და საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერას, ისე მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

ამასთანავე, BTU ჩაერთვება ATLAS-ის კოლაბორაციისთვის საერთაშორისო მასტერკლასების საგანმანათლებლო აპლიკაციების განვითარებაშიც. თანამშრომლობა მოიცავს ATLAS-ის W-path და Z-path სავარჯიშოებისთვის შესაბამისი პროგრამული გადაწყვეტილებების შემუშავებას, რაც საერთაშორისო სტუდენტებსა და მოსწავლეებს ფიზიკის პრაქტიკულ შესწავლაში დაეხმარება.

თანამშრომლობის ფარგლებში, BTU უზრუნველყოფს პროექტისთვის საჭირო აკადემიურ და ტექნიკურ რესურსებს, მათ შორის:

  • სპეციალიზებულ ტექნიკურ და კვლევით გუნდს;
  • XR/AI ლაბორატორიის ინფრასტრუქტურას;
  • ვირტუალური და გაფართოებული რეალობის ტექნიკურ საშუალებებს;
  • მაღალი წარმადობის კომპიუტერულ რესურსებს.

აღნიშნული პარტნიორობა BTU-სთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ნაბიჯია და კიდევ უფრო აძლიერებს უნივერსიტეტის პოზიციონირებას, როგორც ტექნოლოგიებზე, ინოვაციებსა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუციის.

ATLAS მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო ექსპერიმენტია, რომელიც CERN-ში ხორციელდება და 180-მდე ინსტიტუტიდან 3,000-ზე მეტ მეცნიერსა და ინჟინერს აერთიანებს 40-მდე ქვეყნიდან. CERN კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კვლევითი ცენტრია, რომლის ინფრასტრუქტურასა და საერთაშორისო კოლაბორაციებში ფუნდამენტური ფიზიკის უმნიშვნელოვანესი კვლევები და ტექნოლოგიური ინოვაციები ვითარდება.

(R)

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება