სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „სომხეთი საქართველოსთვის ტერიტორიის გადაცემას გეგმავს“

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სომხეთი საქართველოსთვის ტერიტორიის გადაცემას გეგმავს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერის, ნაზელი ბაღდასარიანის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სომხეთი საზღვრის დელიმიტაციის პროცესის ფარგლებში საქართველოსთვის სოფელი ჯილიზას გადაცემას გეგმავს, სიმართლეს არ წარმოადგენს.

„მედიასაშუალებებში გავრცელდა „ინფორმაცია“, რომ თითქოს, საზღვრის დელიმიტაციის პროცესის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც სომხეთი ალავერდის გაფართოებული თემის სოფელ ჯილიზას საქართველოს გადასცემს. სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის რომელიმე ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის განზრახვის, გეგმის ან შეთანხმების შესახებ ნებისმიერი განცხადება თუ „ინფორმაცია“ რეალობას თავისი არსითვე არ შეესაბამება. შესაბამისად, როგორც ადრე, ისე ახლაც და მომავალშიც, ნებისმიერი მსგავსი შინაარსის პუბლიკაციას უარვყოფთ, მათი შინაარსის გამოგონილი ხასიათიდან გამომდინარე“, - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საკითხი დღის წესრიგში დგას.

„რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში, ჩვენ გავაგრძელებთ და გონივრულ ვადებში დავასრულებთ სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციას. ასევე, დღის წესრიგში დგას საქართველოსთან ჩვენი საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საკითხი და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს ქართველ პარტნიორებთან შეთანხმებებს უკვე მივაღწიეთ“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა