საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში უნგრეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრა პონევაჩ-პანას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ სტუმარს დეტალურად გააცნო ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ასოციაცია ქვეყნის ბიზნესგარემოს ფორმირების პროცესში ასრულებს. ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მათ შორის ექსპორტ-იმპორტის დინამიკასა და სავაჭრო კავშირების შემდგომი გაფართოების პერსპექტივებზე.

„საუბარი, ასევე, შეეხო ბიზნესსექტორისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას, კვალიფიციური კადრების დეფიციტს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს სხვადასხვა სექტორის ოპერირებას და განსაკუთრებული ხაზი გაესვა, იმ საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერას, რომელსაც უნგრეთის მთავრობა წლების განმავლობაში ქართველი ახალგაზრდებისთვის ახორციელებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან აქტიური დიალოგი. უნგრეთის ელჩთან შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა, განგვეხილა ისეთი სტრატეგიული საკითხები, როგორიცაა ვაჭრობის ხელშეწყობა და შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსი. გვჯერა, რომ მსგავსი ფორმატის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ახალი ბიზნესკავშირების დამყარებასა და საერთო პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას,“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ბიზნეს ასოციაციის ცნობით, შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება