შალვა კერესელიძე - არ მახსოვს შემთხვევა, ახალი უწყება იქმნებოდეს და პარლამენტს ისე მიეღო გადაწყვეტილება, არ იცოდეს მისი ფუნქციები, ბიუჯეტი - ერთადერთ რაც ვიცით ისაა, რომ ანზორ ჩუბინიძის სახელმწიფო დაცვის სამსახურის იმედად არის დარჩენილი სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი

არ მახსოვს შემთხვევა, რომ თუნდაც ახალი სამინისტროს შექმნის შემთხვევაში, პარლამენტში შემოსულიყო დასამტკიცებლად და პარლამენტს მიეღო გადაწყვეტილება, რომ არ ყოფილიყო წარმოდგენილი და პარლამენტმა არ იცოდეს მისი ფუნქციები, უფლება-მოვალეობები, შტატები, ბიუჯეტი,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან მთავრობის საპარლამენტო მდივანს ვახტანგ ბაჩიაშვილს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარადგენს, კითხვით მიმართა, რამდენად სამართლიანად მიაჩნია, საქართველოს პარლამენტის მხრიდან ისეთი უწყების შექმნის მხარდაჭერა, რომელზეც არაფერი ცნობილი არ არის.

„ამ პარლამენტში, წინა მოწვევის პარლამენტშიც და გასული წლების პარლამენტშიც ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ახალი უწყება შექმნილა, გაყოფილა სამინისტროები, სახელმწიფო მინისტრის აპარატები დამატებულა, გაუქმებულა, მთავრობები დამტკიცებულა, მაგრამ მე არ მახსოვს შემთხვევა, რომ თუნდაც ახალი სამინისტროს შექმნის შემთხვევაში, სახელმწიფო მინისტრის იქნება, თუ ისე, პარლამენტში შემოსულიყო დასამტკიცებლად და პარლამენტს მიეღო გადაწყვეტილება ისე, რომ არ ყოფილიყო წარმოდგენილი და პარლამენტმა არ იცოდეს მისი ფუნქციები, უფლება-მოვალეობები, შტატები, ბიუჯეტი. თქვენ როგორც იურისტს და საპარლამენტო მდივანს, რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება ისეთი უწყების, სახელმწიფო მინისტრის, რომელიც პარალელურად უნდა იყოს ვიცე-პრემიერის სტატუსით შემკობილი, რომლის ფუნქციები ოფიციალურად განსაზღვრული არ არის. დღეს რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მთავრობაში იქმნება სახელმწიფო მინისტრის აპარატი, აპარატიც არ იქმნება და არ ვიცით ფუნქციები, იქ ინიშნება სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი და გარკვეული არ არის არაფერი. ერთადერთი რაც ვიცით, კანონის გათვალისწინებით ანზორ ჩუბინიძის სახელმწიფო დაცვის სამსახურის იმედად არის დარჩენილი სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი, დანარჩენი არაფერი არ ვიცით“,- განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა