ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა

აჭარის მთავრობა დამტკიცებულია. აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა.

აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, აჭარის კულტურის მინისტრი - ელისო ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - დენის სალუქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ედნარ ნატარიძე.

კენჭისყრამდე ზურაბ პატარაძემ თანაგუნდელებს სამოქმედო გეგმა გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, რეგიონში დაწყებული ყველა მნიშვნელოვანი პროექტი გაგრძელდება. ასევე, მან ისაუბრა პრიორიტეტებზე, რომელიც ჯანდაცვას, განათლებას, სპორტს, კულტურასა და ტურიზმის განვითარებას უკავშირდება. მისი თქმით, პოლიტიკურ გუნდთან ერთად რეგიონის განვითარებაზე იზრუნებს.

ოპოზიციის წევრებმა “გახარია საქართველოსთვის” პარტიიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა