ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის მიერ მოპარული მარცვლეულით დატვირთული კიდევ ერთი გემი ისრაელის პორტში შევიდა - ველით, რომ ისრაელის ხელისუფლება უკრაინას პატივს სცემს

ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მოპარული საქონლის შეძენა ქმედებაა, რომელსაც შედეგად სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება - ეს რუსეთის მიერ მოპარულ მარცვლეულს ეხება - მსგავსი მარცვლეულით დატვირთული კიდევ ერთი გემი ისრაელის პორტში შევიდა - ველით, რომ ისრაელის ხელისუფლება უკრაინას პატივს სცემს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მოპარული საქონლის შეძენა ქმედებაა, რომელსაც შედეგად სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება. ეს, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ მოპარულ მარცვლეულს ეხება. მსგავსი მარცვლეულით დატვირთული კიდევ ერთი გემი ისრაელის პორტში შევიდა და გადმოტვირთვისთვის ემზადება. ეს არ არის და არც შეიძლება კანონიერი ბიზნესი იყოს. შეუძლებელია ისრაელის ხელისუფლებას არ ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რომელი გემები შედიან ქვეყნის პორტებში და რა საქონელი გადააქვთ მათ“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინამ მსგავსი ინციდენტების აღკვეთის მიზნით დიპლომატიური არხების გამოყენებით ყველა საჭირო ზომა მიიღო.

„მსგავსი სქემები თავად ისრაელის სახელმწიფოს კანონებს არღვევს. თუმცა, ვხედავთ, რომ კიდევ ერთი მსგავსი გემის შეჩერება არ მოხდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, რომ ამ სიტუაციის შესახებ ჩვენი სახელმწიფოს ყველა პარტნიორს აცნობოს“, - აღნიშნავს ზელენსკი.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა „სანქციების პაკეტს ამზადებს, რომელიც მოიცავს მათ, ვისაც მარცვლეული გადააქვთ და ასევე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც კრიმინალური სქემის მეშვეობით სარგებლის მიღებას ცდილობენ“.

ასევე, მისი თქმით, უკრაინა ევროპელ პარტნიორებთან იმუშავებს, რათა შესაბამისი პირები ევროკავშირის სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ.

„უკრაინა იმედს ყველა სახელმწიფოსთან პარტნიორობასა და ურთიერთპატივისცემაზე ამყარებს. ჩვენ უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ვმუშაობთ, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ველით, რომ ისრაელის ხელისუფლება უკრაინას პატივს სცემს და თავს შეიკავებს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს ძირს უთხრის“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი ხაიფას პორტში შევიდა. მომხდართან დაკავშირებით, კიევში ისრაელის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები