არჩილ სამნიძე - აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევის კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობისგან თავი შევიკავეთ, რადგან პირველივე დღიდან კონსტიტუციის დარღვევით მოხდა კანდიდატის წარდგენა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს აჭარის უმაღლეს საბჭოში „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებთან კონსულტაციისთვის არ მიუმართავს, - ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა არჩილ სამნიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, შესაბამისად, ზურაბ პატარაძის თანამდებობაზე დასამტკიცებლად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

„კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობისგან თავი შევიკავეთ, რადგან პირველივე დღიდან კონსტიტუციის დარღვევით მოხდა თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენა, რადგან კონსტიტუციის მეოთხე მუხლში პირდაპირ სიტყვასიტყვით არის ჩანაწერი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გამართოს კონსულტაციები მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებთან. აღნიშნული კონსულტაციებისთვის ჩვენთვის ე.წ პრეზიდენტს არ მოუმართავს, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კენჭისყრის პროცედურისგან თავი შეგვეკავებინა. რაც შეეხება ბატონო პატარაძესთან შეკითხვებს, კითხვა ეხებოდა იმ კამპანიას „გარეჯი საქართველოა“. კი, გიდასტურებთ გარეჯი არის საქართველო და ის ჩვენი ეროვნული ტკივილია.

ზურაბ პატარაძე საქართველოს ინტერესებს წარმოადგენდა აზერბაიჯანში, ჩემი კონკრეტული კითხვა მდგომარეობდა შემდეგში, რომ კონკრეტული საკითხი დაისვა თუ არა, გადაიდგა თუ არა რაიმე ქმედითი ნაბიჯი, - რაზეც კონკრეტული პასუხი ვერ გამცა და სამომავლო იმედი გამოთქვა აღნიშნულო საკითხის დარეგულირებისთვის”,- განაცხადა არჩილ სამნიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა