ზურაბ პატარაძე - თუ რომელიმე თანამდებობის პირი ვერ შეძლებს ფერხულში მუშაობას და ვერ გაართმევს თავს, რა თქმა უნდა, შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილება იქნება მიღებული - რაც შეეხება ბათუმის მერს, ის ეფექტური მერია

თუ რომელიმე თანამდებობის პირი ვერ შეძლებს ფერხულში მუშაობას და ვერ გაართმევს თავს, რა თქმა უნდა, შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილება იქნება მიღებული,- ასე უპასუხა აჭარის მთავრობის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კითხვას, გეგმავს თუ არა საკადრო ცვლილებს და ბათუმის მერის გიორგი ცინცაძის თანამდებობიდან გადაყენებას.

როგორც მან განაცხადა, გიორგი ცინცაძე ეფექტური მერია.

„გიორგი ცინცაძე არის თვითმმართველობის ხელმძღვანელი, არჩეული მერი. ის არის ეფექტური მერი, ამ პოზიციაზე დიდი გამოცდილება აქვს. იმედია, ჩვენ ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ როგორც ბათუმისთვის, ასევე ზოგადად, აჭარისთვის. თუმცა, თუ რომელიმე თანამდებობის პირი ვერ შეძლებს ამ ფერხულში მუშაობას და ვერ გაართმევს თავს, რა თქმა უნდა, შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილება იქნება მიღებული“,- განაცხადა პატარაძემ.

მან მადლობა გადაუხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს და მმართველ გუნდს მხარდაჭერისთვის.

ზურაბ პატარაძის თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება მისთვის დიდი პატივი და ამავდროულად, პასუხისმგებლობაა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის. ასევე, მთლიანად პოლიტიკურ გუნდს, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ძალიან დიდი პატივი, მაგრამ ამავდროულად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ზუსტად ამ წუთიდან ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება ხალხის, ჩემი მშობლიური აჭარის, მოსახლეობის წინაშე. დღეიდან დაიწყება აქტიური მუშაობა ჩვენს გუნდთან ერთად, რათა შევეცადოთ შესაძლებლობის ფარგლებში და მეტიც, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნისთვის. დღეს ჩემს მოხსენებაში მოვისმინეთ ის პროექტები, რომელიც დავაანონსე- ინფრასტრუქტურული პროექტები, განვითარება, ტურიზმი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც დღის წესრიგში დგას. ვფიქრობ, ერთად შევაფასებთ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი რეგიონის წარმატებისთვის“, - განაცხადა პატარაძემ.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა.

აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, აჭარის კულტურის მინისტრი - ელისო ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - დენის სალუქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ედნარ ნატარიძე.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა