თაზო დათუნაშვილი - როგორ შეიძლება ზურაბ პატარაძეზე ილაპარაკო, რომ წარმატებული საჯარო მოხელეა და ყველა მისიას კარგად გაუძღვა, როცა 6 წლის შემდეგ, აზერბაიჯანიდან ბრუნდება და გარეჯის პრობლემა საქართველოს სასარგებლოდ გადაჭრილი არ არის

როგორ შეიძლება ზურაბ პატარაძეზე ილაპარაკო, რომ ის წარმატებული საჯარო მოხელეა და ყველა მისიას კარგად გაუძღვა, როცა 6 წლის შემდეგ, აზერბაიჯანიდან ბრუნდება და არც ჩიჩხიტურის და ზოგადად, გარეჯის პრობლემა საქართველოს სასარგებლოდ გადაჭრილი არ არის, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

როგორც დათუნაშვილი აცხადებს, აღნიშნულ საკითხს „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ნიშნით იქამდე იყენებდა, ვიდრე ამის სურვილი ჰქონდათ, პრობლემა კი ისევ პრობლემად დარჩა.

„დღეს ცხადზე ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ ამ თემას იმ მომენტში სუფთად პროპაგანდისტული მიზნებით იყენებდა, ეს იყო ყველაზე არაადამიანური კამპანია, რომელსაც აწარმოებდნენ და რომელსაც ორი ძალიან დაფასებული, ასაკოვანი პროფესორის ჯანმრთელობა შეეწირა, ეს მათი ცხოვრების ტრაგედია გახდა. ეს თემა მაშინვე გაქრა, როცა პოლიტიკური ნიშნით ამის გამოყენების სურვილი აღარ ჰქონდათ, მაგრამ პრობლემა პრობლემად დარჩა. დემარკაციის პროცესი იქ არ გაგრძელებულა, აზერბაიჯანს ერთი გოჯი მიწა არ დაუთმია. სწორედ, ბატონი პატარაძე იყო ის კაცი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კორუფციული პერიოდის, კორუფციის ზენიტის მომენტიდან აჭარიდან იმ ქვეყანაში ელჩად გადაიყვანეს. არ მგონია, რომ სადმე არსებობდა სხვა ამაზე მნიშვნელოვანი მისია ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში, როგორც ჩვენი საზღვრის დემარკაცია. ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გადმოსახედიდან. აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება ამ კაცზე ილაპარაკო, რომ ის წარმატებული საჯარო მოხელეა და ყველა მისიას კარგად გაუძღვა, როცა 6 წლის შემდეგ, აზერბაიჯანიდან ბრუნდება და არც ჩიჩხიტურის და ზოგადად, გარეჯის პრობლემა გადაჭრილი არ არის „ქართული ოცნებისთვის“ და საქართველოს სასარგებლოდ. პატარაძე შეიძლება კარგი ნათლია, კარგი ბიძაშვილი, კარგი ბიძა, კარგი მამა იყოს, მაგრამ ის არ არის კარგი საჯარო მოხელე, ის არ არის წარმატებული, მასთან დაკავშირებულია აჭარაში ერთი მხრივ, კორუფციის ზენიტი და შემდეგ, სრული უმოქმედობის 6 წელი, როგორც საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება