ალექსანდრ სტუბი - ახლო აღმოსავლეთში ომის გამო ევროპისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება შეფერხდა

ახლო აღმოსავლეთში ომის გამო ევროპისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება შეფერხდა, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა ესტონელ კოლეგასთან, ალარ კარისთან შეხვედრაზე განაცხადა.

ალექსანდრ სტუბის განცხადებით, აშშ-დან იარაღის მიწოდების შეფერხება ფინეთისთვის საგანგაშო არ არის და შეშფოთების მიზეზს არ წარმოადგენს.

„ჩვენ თავდაცვითი აღჭურვილობის მოწოდების შესახებ მუდმივად ვსაუბრობთ. საიდუმლო არ არის, რომ გარკვეული პარტია ან სხვაგან გადამისამართდა ან მოწოდება შეფერხდა“, - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.

ესტონეთის პრეზიდენტის, ალარ კარისის ცნობით, აშშ-მა ესტონეთს HIMARS-ის სარაკეტო სისტემების მიწოდების შეფერხების შესახებ აცნობა.

„ეს სიგნალია იმისა, რომ როგორც ესტონეთში, ისე ევროპაში, ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია უფრო სწრაფად უნდა განვავითაროთ“, - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა