სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერები საუდის არაბეთში ირანის თავდასხმებზე რეაგირების განსახილველად შეხვედრას გამართავენ

საუდის არაბეთი დღეს ჯიდაში, სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრას უმასპინძლებს, რაც სპარსეთის ყურის ლიდერების პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც მათი სახელმწიფოები ირანის ომში ფრონტის ტერიტორიად გადაიქცნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სპარსეთის ყურის ქვეყნის ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ შეხვედრის მიზანია ირანის მიერ, ომის დაწყების შემდეგ, სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ განხორციელებული ათასობით სარაკეტო და დრონული თავდასხმის საპასუხო ზომების შემუშავება.

საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სამიტზე დასასწრებად ჯიდაში კატარის ემირი, ქუვეითის მემკვიდრე პრინცი, ბაჰრეინის მეფე და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდნენ. ჯერჯერობით უცნობია, ვინ წარმოადგენს ომანს.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება