მედია - ათენში 89 წლის მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, ხუთი ადამიანი დაშავდა

ათენში 89 წლის მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, ხუთი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დღეს დილით მამაკაცმა სანადირო თოფით ცეცხლი ათენში, საბერძნეთის სოციალური დაზღვევის სააგენტო EFKA-ს ერთ-ერთ ფილიალში გახსნა, რის შედეგადაც, ერთი თანამშრომელი ფეხში დაიჭრა.

ამის შემდეგ თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილი ტაქსით დატოვა და სააპელაციო სასამართლოს შენობაში მივიდა, სადაც ცეცხლი კვლავ გახსნა და ოთხი თანამშრომელი დაშავდა.

თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილზე იარაღი და წერილები დატოვა. მათი თქმით, თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილის დატოვებამდე განაცხადა, რომ წერილები გაზეთებისთვის იყო განკუთვნილი და მათში თავდასხმის მიზეზებია ახსნილი.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ათენის პოლიცია თავდასხმაში ეჭვმიტანილ 89 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა