ირაკლი კობახიძე - დავით გარეჯის საკითხზე ორი წელია ცვლილება არ გვაქვს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ორი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა.

კითხვაზე, იყო თუ არა განხილული ეს საკითხი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტისას, პრემიერის თქმით, ის ამაზე საჯარო განცხადების გაკეთებას არ აპირებს.

„რაც შეეხება გარეჯის თემას, გეტყვით, რომ ცვლილება არ გვაქვს. რაც შეეხება სხვა განცხადებებს, საჯაროდ არ გავაკეთებ. ცვლილება, ამ ეტაპზე, არ გვაქვს, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. ამ ორი წლის განმავლობაში, ჩვენ ცვლილება არ გვაქვს, დანარჩენზე განცხადებებს არ გავაკეთებ. შეიძლება ვისაუბრეთ, შეიძლება არ გვისაუბრია, ამაზე საჯარო განცხადებებს არ გავაკეთებ“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პრემიერის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი, ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამასთან, როგორც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, „როგორ შეიძლება ზურაბ პატარაძეზე ილაპარაკო, რომ ის წარმატებული საჯარო მოხელეა და ყველა მისიას კარგად გაუძღვა, როცა 6 წლის შემდეგ, აზერბაიჯანიდან ბრუნდება და არც ჩიჩხიტურის და ზოგადად, გარეჯის პრობლემა საქართველოს სასარგებლოდ გადაჭრილი არ არის“.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა