Reuters - პოლონეთმა და ბელარუსმა პატიმრები გაცვალეს - ბელარუსმა სახაროვის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი გაათავისუფლა

პოლონეთმა და ბელარუსმა პატიმრები გაცვალეს - ბელარუსმა ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი გაათავისუფლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ანდჟეი პოჩობუტი თავისუფალია! კეთილი იყოს შენი პოლონურ სახლში დაბრუნება, ჩემო მეგობარო“, - დაწერა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა X-ზე.

ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“- ს ინფორმაციით, ბელარუსსა და პოლონეთს შორის პატიმრების გაცვლა „ხუთი-ხუთზე“ ფორმატით შედგა.

სახაროვის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი ბელარუსში 2021 წლის მარტში დააკავეს, ხოლო 2023 წელს მას „ეთნიკური შუღლის გაღვივებისთვის“ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ბელარუსის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა განაცხადა, რომ გაცვლის ფარგლებში ბელარუსმა პოლონეთის სამი და მოლდოვის ორი მოქალაქე გაათავისუფლა.

„ამ პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით პოლონეთს, მოლდოვასა და რუმინეთს, ასევე, პრეზიდენტ ლუკაშენკოს აშშ-სთან კონსტრუქციული ჩართულობისთვის“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა X-ზე.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა