რასა იუკნევიჩიენე - ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ სახაროვის პრემიის კიდევ ერთი ლაურეატი, მზია ამაღლობელი „ქართული ოცნების“ პატიმრობაში რჩება - ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების ადგილი არ არის

ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ სახაროვის პრემიის კიდევ ერთი ლაურეატი, მზია ამაღლობელი „ქართული ოცნების“ პატიმრობაში რჩება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.

„2025 წლის სახაროვის პრემიის კიდევ ერთი ლაურეატი, მზია ამაღლობელი „ქართული ოცნების“ პატიმრობაში რჩება და მის მოსანახულებლად რეალური საერთაშორისო დაშვება არ არსებობს. ევროპარლამენტმა ნათლად განაცხადა: ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების ადგილი არ არის“, - წერს რასა იუკნევიჩიენე X-ზე.

ცნობისთვის, დღეს პოლონეთმა და ბელარუსმა პატიმრები გაცვალეს. გაცვლის ფარგლებში ბელარუსმა სახაროვის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი გაათავისუფლა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა