„წინ და წინ - ფინანსობანა“ – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა

28 აპრილს ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ინტერაქციული სპექტაკლი „წინ და წინ - ფინანსობანა“ გაიმართა.

„წინ და წინფინანსობანა“ მოზარდებისთვის შექმნილი პირველი ქართული სპექტაკლია ფინანსურ თემაზე, რომელიც თამაშისა და ინტერაქციის ფორმით აცნობს მათ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ფინანსური უსაფრთხოება, დაზოგვა, მიზნების დასახვა და მეწარმეობის საფუძვლები.

სპექტაკლს ესწრებოდნენ როგორც "ფინედუს" პროექტებში აქტიურად ჩართული მასწავლებლების მოსწავლეები, ასევე ადგილობრივი სკოლების დაინტერესებული მოზარდები.

პროექტი ფულის გლობალური კვირეულის 2026 წლის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ - www.finedu.gov.ge - ინიციატივით, კომპანია „თამაშობასთან“ თანამშრომლობითა და ლიბერთი ბანკის, თიბისი ბანკისა და ბაზისბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში ეს უკვე მეცხრე წარმოდგენაა. გასულ წელს სპექტაკლი გაიმართა თბილისსა და შვიდ რეგიონში და მას ჯამში 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.

„წინ და წინ - ფინანსობანას“ მომდევნო წარმოდგენები გაიმართება 29 აპრილს ონში და 1 მაისს მესტიაში.

(R)

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა