მეუფე ნიკოლოზი გაფართოებულ კრებაზე - მე ვფიქრობ, რომ მეუფე შიომ შეიძლება მეტი ხმაც კი მიიღოს

მე ვფიქრობ, რომ შეიძლება მეტი ხმაც კი მიიღოს, - ასე უპასუხა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა შეკითხვას, შეინარჩუნებს თუ არა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მხარდაჭერების რაოდენობას გაფართოებული კრებისთვის.

მიტროპოლიტი ნიკოლოზის განცხადებით, „ძნელი სათქმელია“, რომ დანარჩენმა ორმა კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა და მიტროპოლიტმა გრიგოლმა გაფართოებულ კრებაზე 20 ხმა მიიღონ.

„არ არის გამორიცხული, რომ მეუფე შიომ [უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს]... არ ვიცი რა იქნება იმიტომ, რომ უკვე გასაგებია ღვთის ნება როგორია, დღეს უკვე ცხადია. იმ კანდიდატებმა [მიტროპოლიტი იობი, მიტროპოლიტი გრიგოლი] ოცზე მეტი ხმა მიიღოს, ძნელი სათქმელია. არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განაცხადა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი მიიღო 7-7 ხმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, სხვა კანდიდატები იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება