არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC-ს ტოვებს

არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC-ს ტოვებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამოაცხადა, რომ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციიდან (OPEC და OPEC+) ოფიციალურად 2026 წლის 1-ელ მაისს გავა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკის მინისტრმა, სუჰაილ მოჰამედ ალ-მაზრუეიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რეგიონის სახელმწიფოების ენერგეტიკული სტრატეგიების ყურადღებით განხილვის შემდეგ მიიღეს.

ასევე, მისი თქმით გადაწყვეტილების შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროებს საუდის არაბეთთან მოლაპარაკებები არ ჰქონია.

მაზრუეიმ აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების გამო, გადაწყვეტილებას ნავთობის ბაზარზე დიდი გავლენა არ ექნება.

გამოცემა წერს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების OPEC-დან გასვლამ შესაძლოა, ორგანიზაციის დასუსტება გამოიწვიოს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა