პეტერ მადიარი ვოლოდიმირ ზელენსკის ივნისში უკრაინაში ზაკარპატიის ოლქში შეხვედრას სთავაზობს

პეტერ მადიარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ივნისში უკრაინულ ზაკარპატიის რეგიონში შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი, მომავალი პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი ზაკარპატიაში მდებარე ქალაქ ბერეგოვოს მერთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

მადიარის თქმით, მან უკრაინული ქალაქ ბერეგოვოს მერი მიიღო საკუთარ ოფისში და მათ უკრაინულ ზაკარპატიეს რეგიონში მცხოვრები უნგრელების მდგომარეობაზე ისაუბრეს.

“ვთანხმდებით, რომ ზაკარპატიეში მცხოვრები უნგრელების ინტერესებშია უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გადატვირთვა. ამ საფუძველზე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ივნისის დასაწყისში, სიმბოლურად - ბერეგოვოში, შეხვედრის ინიციატივით გამოვდივარ…

დრო მოვიდა, რომ უკრაინამ დაასრულოს საკანონმდებლო შეზღუდვების ათწლეულზე მეტი, ხოლო ზაკარპატიის უნგრელებისთვის - აღადგინონ თავისი კულტურული, ენობრივი, ადმინისტრაციული და საკანონმდებლო უფლებები და კვლავ გახდნენ უკრაინის თანასწორუფლებიანი და პატივცემული მოქალაქეები…

თუ მოვახერხებთ ამ საკითხების მოგვარებას, მაშინ ნამდვილად შევძლებთ უკრაინულ-უნგრულ ორმხრივ ურთიერთობებში ახალი თავის დაწყებას”, - წერს მადიარი.

მადიარის თქმით, მას “პერსპექტიულად, მაგრამ არასაკმარისად” მიაჩნია საგანმანათლებლო საკითხებზე უკრაინის მიერ 2025 წელს შემოთავაზებული კომპრომისები.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა