მეუფე სტეფანე - გგონიათ, ტელეფონი რომ გაქვთ, სპეცსამსახურები არ გისმენენ, როცა დასჭირდებათ? უკანონობაა, მაგრამ ვერ შეცვლი - რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ, პატრიარქი ამბობდა ხოლმე: „ნეტა მომისმინონ, რამე მაინც გაიგონო“

რაც დრო გადის ტექნოლოგიები უფრო ვითარდება, თქვენ გგონიათ, ტელეფონი რომ გაქვთ, სპეცსამსახურები არ გისმენენ, როცა დასჭირდებათ? უკანონობაა, მაგრამ ამას ვერ შეცვლი, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა ე.წ. სუს-ის კრებსებთან დაკავშირებულ კითხვაზე.

როგორც მიტროპოლიტი აღნიშნავს, როდესაც ადამიანი ღვთის წინაშე დგას, მისთვის მეორეხარისხოვანია, ვინ რას უსმენს, ხოლო მთავარი არის რწმენა და სწორი ცხოვრების გზა.

მეუფეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ქმედება უკანონოა, ეს რეალობაა და რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ.

„ჩვენ ყველას გააზრებული გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა - ჩაწერენ თუ არა, ჩვენ ღმერთის წინაშე ვართ პასუხისმგებელი. ის, რასაც ჩაწერს საერთოდ არ მაინტერესებს. რაც დრო გადის ტექნოლოგიები უფრო ვითარდება, თქვენ გგონიათ, ტელეფონი რომ გაქვთ, სპეცსამსახურები არ გისმენენ, როცა დასჭირდებათ? უკანონობაა, მაგრამ ამას ვერ შეცვლი. მთელი მსოფლიო ამით არის გაჟღენთილი. რომ ამბობენ, საქართველოში ასე იქცევიან და სადღაც ანგელოზები არიან და ამას არ აკეთებენ, იქ უფრო უარესები არიან, სადაც ანგელოზებად ევლინებიან ხალხი. რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ. როდესაც ღვთის წინაშე დგახარ, საერთოდ არ გაინტერესებს ვინ, რას ისმენს. პატრიარქი ამბობდა ხოლმე, ნეტა მომისმინონო, რამე მაინც გაიგონო. ეს არ არის ფანატიზმი, ეს არის ღვთის რწმენა. მე მწამს იმის, რომ თუ უფლის ნებით ვივლი, ვერავინ ვერაფერს დამაკლებს. წმინდა გიორგის რა დააკლეს, როდესაც ბორბალზე გააკრეს და დაფლითეს?“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა