ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ „ბაიერნი“ დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "პარი სენ-ჟერმენმა" საკუთარ მოედანზე „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელმა მატჩში ორი გოლი გაიტანა. კვარაცხელიას ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში 18 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა - უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე 14 შეხვედრაში 10 გოლი და 5 საგოლე პასი.

"ბაიერნმა“ მატჩი ჰარი კეინის პენალტით გახსნა. ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი გოლი 24-ე წუთზე გაიტანა.

ჟოა ნევეშმა 33-ე წუთზე პსჟ წინ გაიყვანა. მაიკლ ოლისემ კი 41-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, თუმცა უსმან დემბელემ პენალტით პსჟ კვლავ დააწინაურა.

თამაშის მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა. თითქმის ორ წუთში კი დემბელემ შეასრულა დუბლი. პარიზელებს "ბაიერნმა" მატჩის მეორე ნახევარში ორი გოლით 65 და 68 წუთებზე უპასუხა და ანგარიში საბოლოოდ 5:4 დასრულდა.

საპასუხო შეხვედრა 6 მაისს მიუნხენში შედგება.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა