დონალდ ტრამპი - ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა დასაშვებია - არ იცის, რას ლაპარაკობს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა დასაშვებია. მან არ იცის, რას ლაპარაკობს! - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი მტკიცებით, ირანს რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეს, მთელი მსოფლიო მძევლად იქნებოდა აყვანილი.

„ახლა ირანთან დაკავშირებით ისეთ რამეს ვაკეთებ, რაც სხვა ერებს ან პრეზიდენტებს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ. გასაკვირი არ არის, რომ გერმანიას ასეთი ცუდი მდგომარეობა აქვს, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მხრივ!“- წერს ტრამპი.

ცნობისთვის, ორი დღის წინ, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აშშ-ს ირანთან მოლაპარაკებებში მკაფიო სტრატეგია არ აქვს.

„ვერ ვხედავ, კონფლიქტიდან გამოსვლის რა სტრატეგიას ირჩევენ ამერიკელები. ნათელია, რომ მოლაპარაკებებში ირანელები ძალიან გამოცდილები არიან, ან უფრო ზუსტად იმაში, რომ მოლაპარაკებები არ აწარმოონ“, - განაცხადა მერცმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა