დონალდ ტრამპი - არასდროს დავუშვებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს - ჩარლზი მეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანთან ომში წარმატებას აღწევს.

„სამხედრო თვალსაზრისით ეს კონკრეტული მოწინააღმდეგე დავამარცხეთ “, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართული სახელმწიფო ვახშამზე, რომელიც მეფე ჩარლზისა და დედოფალ კამილას სახელმწიფო ვიზიტის პატივსაცემად წარმოთქმული სიტყვით დაიწყო.

მისი თქმით, აშშ არასდროს დაუშვებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზიც ეთანხმება მას.

„არასდროს დავუშვებთ, რომ ამ მოწინააღმდეგეს ბირთვული იარაღი ჰქონდეს - ჩარლზი მეთანხმება, უფრო მეტადაც კი, ვიდრე მე - არასდროს დავუშვებთ, რომ ამ მოწინააღმდეგეს ბირთვული იარაღი ჰქონდეს “, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ და გაერთიანებული საეფო ერთად იდგნენ კომუნიზმის, ფაშიზმისა და ტირანიის ძალების წინააღმდეგ და გამარჯვებული გამოვიდნენ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა