„შუშანიკის წამება“ - ჰაგიოგრაფიული ძეგლის კომპლექსური კვლევა ერთ გამოცემაში

საქართველოს უნივერსიტეტში, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის მიერ შექმნილი, ახალი პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა. ქართული ჰაგიოგრაფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის, შუშანიკის წამების თანამედროვე, კომპლექსური გამოცემა შექმნილია პროექტის ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფია ფარგლებში და უკვე დღესვე მოიაზრება როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართველოლოგიური კვლევების განვითარებაში.

პრეზენტაციაზე საზოგადოების წინაშე წარდგნენ გამოცემის ავტორები და მკვლევრები: მანანა სანაძე, ნანა მრევლიშვილი, სოფიო გულიაშვილი, თინათინ ჯიქურაშვილი, ლალი ვაშაყმაძე, რატი სტურუა, ნინო ჩიხლაძე, ნანა ბურჭულაძე, ბეჟან ხორავა და ალექსანდრე ჭულუხაძე - მათ საზოგადოებას მრავალწლიანი კვლევის შედეგები გაუზიარეს და ახლებურად გააცოცხლეს ტექსტი, რომელმაც ქართული მწერლობის ისტორია შეცვალა.

პრეზენტაციაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქართველოლოგიის ცენტრის შექმნა უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა.

როგორც ინსტიტუტის კულტურის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ღუდუშაურმა განაცხადა: ახალი გამოცემა აერთიანებს თანამედროვე კვლევით მიდგომებსა და ინტერდისციპლინურ ხედვას: სამეცნიერო წერილები, განახლებული წყაროები, საძიებო სისტემა - ყველაფერი ერთ სივრცეში, რათა კლასიკური ტექსტი XXI საუკუნის მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ეს გამოცემა სწორედ ისპირველი მერცხალია“, რომელიც დიდი პროექტის დაწყებას მოასწავებს”.

გამოცემა სრულად პასუხობს თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტებს. პირველად, ერთ სივრცეში გაერთიანდა ტექსტის ოთხივე ვერსია, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს: შეადაროს ხელნაწერები და დაანახოს, როგორ იცვლებოდა ტექსტის ინტერპრეტაცია სხვადასხვა პერიოდში. ნაშრომში გამოყენებულია აქამდე უცნობი ხელნაწერების ფოტომასალა, ხოლო მეორე ტომი მეტაფრაზული რედაქციების კვლევას ეთმობა.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს რუკაც, რომელიც ტექსტში ნახსენებ გეოგრაფიულ სივრცეს ვიზუალურად აცოცხლებს და მკითხველს ისტორიის შიგნით ამოგზაურებს.

გამოცემა წარმოადგენს ჰაგიოგრაფიული ძეგლის შუშანიკის წამების კომპლექსურ კვლევას. ნაშრომი ოთხი წიგნისგან შედგება და აერთიანებს: ქსინაქსარულ ნამუშევრებს, ხელნაწერებს, ეპიტაფიებსა და სხვა მნიშვნელოვან მასალას.

შუშანიკის წამება უძველესი ქართული ისტორიულ-ეთნიკური ნამუშევარია, რომლის მეცნიერული დამუშავება საქართველოს ისტორიის განგრძობითი კვლევის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

როგორც თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნანა მრევლიშვილმა საქართველოს უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა: ეს ძეგლი მიიჩნევა ერთ-ერთ პირველ ჰაგიოგრაფიულ ნამუშევრად, რომელმაც ჩამოაყალიბა წერის მეთოდიკა და შექმნა მნიშვნელოვანი საისტორიო წყარო. მიუხედავად იმისა, რომ ჰაგიოგრაფიული ტექსტები არსებობდა, სწორედ ამ ძეგლმა განსაზღვრა ჟანრის განვითარება ქართულ მწერლობაში.

მრავალტომეული ნაშრომი წარმოადგენს ტექსტოლოგიური, რედაქციული და სამეცნიერო კვლევის მასშტაბურ შედეგს. ეს არის პროექტი, რომელიც არა მხოლოდ ერთ წიგნს აცოცხლებს, არამედ ქმნის საფუძველს ქართული ისტორიის უწყვეტი კვლევისთვის.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში