Financial Times - უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული თანამდებობას  დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან უთანხმოების გამო ტოვებს

უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული თანამდებობას ტოვებს, - ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, კიევში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ჯული დევისი თანამდებობას აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან უთანხმოების გამო ტოვებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ჯული დევისი, რომელიც კიევში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებულის თანამდებობას გასული წლის მაისიდან იკავებს, იმედგაცრუებულია თავისი ფუნქციებით.

წყაროების განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დევისის უთანხმოების მიზეზს დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის მიმართ მხარდაჭერის შემცირება წარმოადგენს.

გასული წლის აპრილში მსგავსი მიზეზით თანამდებობა კიევში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკსმაც დატოვა.

როგორც გამოცემა წერს, დევისი, რომელიც კიევში მუშაობის პარალელურად ამ დრომდე კვიპროსში აშშ-ის ელჩად რჩება, დიპლომატიური კარიერის დასრულებას გეგმავს. ასევე, წყაროების ცნობით, დევისი გაოცებული დარჩა, როდესაც გასული წლის ოქტომბერში მედიის მეშვეობით გაიგო, რომ დონალდ ტრამპმა კვიპროსში ელჩის თანამდებობაზე ბიზნესმენი ჯონ ბრესლოუ წარადგინა. წყაროების ცნობით, დევისს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონია.

დევისის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ტომი პიგოტმაც დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მიზეზი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან უთანხმოება არ არის.

ტომი პიგოტის ცნობით, ჯული დევისი თანამდებობას 2026 წლის ივნისში დატოვებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა