Bloomberg - ევროკავშირი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გაცემისთვის მოთხოვნების გამკაცრებას განიხილავს

ევროკავშირი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის პირობების გამკაცრებას განიხილავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გადახდების ნაწილი კორპორატიული დაბეგვრის არაპოპულარული ცვლილებების შემოღებაზე იქნება დამოკიდებული.

გავრცელებული ინფორმაციით, დისკუსიის მთავარი თემა იყო ზოგიერთი უკრაინული კომპანიისთვის ამჟამად მოქმედი შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმის ცვლილებები. სააგენტოს წყაროების ცნობით, წინადადება კიევის ხელისუფლებას ავალდებულებს, შემოიღოს 20%-იანი დამატებული ღირებულების გადასახადი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ამჟამად შეღავათიანი სისტემით მოქმედებენ და რომელთა წლიური შემოსავალი 4 მილიონ გრივნას აღემატება.

უკრაინის ფინანსთა სამინისტრო და ძირითადი დონორები ამტკიცებენ, რომ ეს სქემა სამხედრო ბიუჯეტისთვის ტვირთია, ამახინჯებს კონკურენციას და ხელს უწყობს დიდი ჩრდილოვანი ეკონომიკის მხარდაჭერას.

ევროკავშირის დახმარება, რომელზეც პოტენციურად გავლენას მოახდენს ახალი პირობა, წარმოადგენს მხოლოდ მცირე ნაწილს ორწლიანი პაკეტისგან, რომელიც დაახლოებით 60 მილიარდ ევროს ითვალისწინებს თავდაცვის სფეროს მხარდაჭერისთვის, დანარჩენი კი მაკროფინანსურ დახმარებასა და ე.წ. Ukraine Facility-ს შორის ნაწილდება.

გამოცემის განმარტებით, მაშინაც კი, თუ უკრაინა ახლა დროის მოგებას მოახერხებს, საბოლოოდ მას საგადასახადო სისტემის რეფორმირება მოუწევს, რათა ის ევროკავშირის წესებთან შესაბამისობაში მოიყვანოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დროს და ეს გარკვეული შეღავათების გაუქმებას მოიცავს.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე კიევის საერთაშორისო დონორებმა, შესაძლოა, შემოსავლების გაზრდის ან ჩრდილოვანი ეკონომიკის შეზღუდვის მიზნით სხვა ზომები განიხილონ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად