„ალდაგის“ მომხმარებლები, „თეგეტა კომფორტისგან“ სპეციალური პირობებით ისარგებლებენ

სადაზღვევო კომპანია ალდაგის მომხმარებლები, „თეგეტა კომფორტისგან“ სპეციალური პირობებით ისარგებლებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომხმარებლებს, რომლებსაც ავტომობილი „ალდაგში“ ჰყავთ დაზღვეული, საჩუქრად გადაეცემათ „თეგეტა კომფორტის“ სერვისი, რომლით სარგებლობა შესაძლებელია თბილისსა და ბათუმში, 31 ივლისის ჩათვლით.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, „თეგეტა კომფორტი“ არის მომსახურება, რომელიც მომხმარებლებს ავტომობილის სერვის ცენტრში ტრანსპორტირებას და სასურველ მისამართზე, უკან დაბრუნებას სთავაზობს.

„ალდაგის“ მომხმარებლები ყოველთვის სარგებლობენ განსაკუთრებული პირობებით სხვადასხვა სერვისებზე, რადგან დაზღვევა მხოლოდ ფინანსური რისკებისგან თავის დაცვის მექანიზმი არ არის, არამედ, დამატებითი ღირებულება და რეალური მხარდაჭერა ყოველდღიურობაში. ამჯერად, ავტოდაზღვევის მომხმარებლებს „თეგეტა კომფორტის“ სერვისზე სპეციალური პირობები შევთავაზეთ, რომლის ფარგლებში „თეგეტა კომფორტი“ უზრუნველყოფს მოსარგებლე პირის ავტომობილის უსაფრთხო გადაყვანას „თეგეტას“ სერვისცენტრში, რაც დამატებითი უპირატესობაა ისეთი მძღოლებისთვის, რომლებსაც არ აქვთ დროის რესურსი, საკუთარ ავტომობილს შესაბამისი სერვისი ჩაუტარონ“, - აცხადებენ „ალდაგში“.

ინფორმაციისთვის, „ალდაგის“ ავტოდაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.

„ალდაგის“ ავტოდაზღვევას მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაც მოჰყვება, რომელიც მძღოლს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს იმ შემთხვევაშიც, თუ ის სხვის მანქანას დააზიანებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე პირის ავტომობილის აღდგენის ხარჯებსაც „ალდაგი“ უზრუნველყოფს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა