კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს - მსოფლიო დონის მსგავსი ტურნირის მასპინძლობა უდიდეს პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ფეხბურთის გულშემატკივრებს ფიფა-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 2029-ის საქართველოში ჩატარება მიულოცა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ქვეყანას მსგავსი დონის ტურნირის მასპინძლობა უწევს, უდიდესი პასუხისმგებლობაა.

„გილოცავთ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით, ფიფას-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს უმასპინძლებს. ჩვენთან ერთად მასპინძელი ქვეყანა სომხეთი იქნება. მსოფლიო დონის მსგავსი ტურნირის მასპინძლობა უდიდეს პატივთან ერთად არის დიდი პასუხისმგებლობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, ფიფა-ს მხარდაჭერისთვის. ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება უდიდეს ძალისხმევას წევს სპორტის მიმართულებით, მათ შორის ფეხბურთის განვითარებისთვის, ახალი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ქალაქებსა და რაიონებში.

თბილისში, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ჩვენც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. შეიქმნა ახალი საფეხბურთო სკოლები, რაც აუცილებელია ჩვენი პატარებისთვის. სამომავლოდაც ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს მიმართულება გავაძლიეროთ და ბევრი მსგავსი სპორტული კომპლექსი შეიქმნას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ფეხბურთის გულშემატკივრებს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად