ურსულა ფონ დერ ლაიენი - სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე მწვავე გავლენა აქვს

ევროკავშირის არაფორმალური საბჭო ევროპისა და უკრაინისთვის კარგი ამბებით დაიწყო. გაზაფხულზე ჩვენ ვთქვით, რომ, 90 მილიარდი ევროს სესხს გავცემდით - ამა თუ იმ გზით, ახლა კი, ეს დაპირება შევასრულეთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 2026 წლის პირველი 45 მილიარდიანი ევროს ტრანში მიმდინარე კვარტალშივე გამოიყოფა.

„ერთი მესამედი ბიუჯეტის საჭიროებებისთვისაა განკუთვნილი, ორი მესამედი კი უკრაინის თავდაცვისთვის. თავდაცვის პირველი პაკეტი - დაახლოებით 6 მილიარდი ევროს ოდენობით - უკრაინულ დრონებზე წავა. ჩვენი გზავნილი ნათელია: გავაგრძელებთ მხარდაჭერას მამაცი უკრაინელი ხალხისა და მათი შეიარაღებული ძალებისთვის. მაშინ როცა რუსეთი აორმაგებს აგრესიას, ევროპა აორმაგებს უკრაინის მიმართ მხარდაჭერას“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა ასევე დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი.

„დიახ, სანქციებს მწვავე გავლენა აქვს რუსეთის ეკონომიკაზე. ინფლაციის ზრდით და საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდით, რუსეთის მიერ არჩეული ომის შედეგების გადახდა ხალხის ჯიბიდან ხდება. გავლენა იმდენად დიდია, რომ კრემლი ინტერნეტზე წვდომას ზღუდავს, იმდენად დიდია, რომ რუსები გრძნობენ, რომ რკინის ფარდის მიღმა ცხოვრობენ, ციფრული რკინის ფარდას მიღმა. მაგრამ ისტორია გვასწავლის, რომ საბოლოოდ ყველა კედელი ინგრევა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“