გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროექტების გამარჯვებული მოსწავლეები ჟენევიდან დაბრუნდნენ

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროექტების - „ბავშვები ბავშვებისათვის“ და „მედიაცია“, გამარჯვებული მოსწავლეები ჟენევიდან დაბრუნდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ტური ევროპაში უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით განხორციელდა და პროექტებში მიღწეული საუკეთესო შედეგებისათვის, მოსწავლეებს პრიზი გადაეცათ.

„გამარჯვებული მოსწავლეები: ნინო უსტიაშვილი - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლა; მარიამ უსტიაშვილი - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლა; ანანო კოშაძე - ხოვლეს საჯარო სკოლა; ელენე ჩოკოლაშვილი - აიბი „მთიები“, ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებს ეწვივნენ.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მოსწავლეები გაეცნენ ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებს, მიმდინარე პროცესებსა და საბჭოს მუშაობის სპეციფიკას; წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში კი - ორგანიზაციის ჰუმანიტარულ მისიას, ძირითად ოპერაციულ და პრაქტიკულ საქმიანობას, რომლებიც კონფლიქტურ და კრიზისულ ზონებში გამოიყენება.

ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს ჟენევა, ისტორიული ღირსშესანიშნაობები და თანამედროვე ურბანული გარემო, გაეცნენ შვეიცარიულ ტრადიციებს, ყოველდღიურ ცხოვრებას, კულტურულ თავისებურებებსა და წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სამშობლოში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად