რუსეთის ქალაქებში, ორსკსა და პერმში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმები განხორციელდა

რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკსა და პერმის ოლქის ქალაქ პერმზე დრონებით შეტევა განხორციელდა.

რუსული ტელეგრამ არხები იუწყებიან, რომ დარტყმების შედეგად „ორსკნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ამასთან, შეტევა, სავარაუდოდ, „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინტეზზეც“ განხორციელდა.

„როსავიაციამ“ ორსკის აეროპორტსა და რუსეთის რამდენიმე სხვა ქალაქის აეროპორტებში დროებით შეზღუდვები დააწესა.

„ტელეგრამ“ არხ Astra-ს ცნობით, დრონები თავს დაესხნენ ორსკში მდებარე „ორსკნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანა წელიწადში დაახლოებით 6 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს.

Astra წერს, რომ აღნიშნული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ურალისა და ვოლგის რეგიონების ნავთობპროდუქტებით მომარაგებაში და მისი პროდუქციის ნაწილი ექსპორტზეც გადის.

ამასთან, Astra, ადგილობრივი მოსახლეობის მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ პერმიდან 15 კილომეტრში მდებარე სოფელ ბაშკულტაევოში დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანები ჩავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი და მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, „ლუკოილი-პერმნეფტეორგსინტეზი“, პერმსა და ბაშკულტაევოს შორის მდებარეობს.

უკრაინული მედია წერს, რომ ქალაქები ორსკი და პერმი უკრაინის საზღვრიდან 1500-1800 კილომეტრში მდებარეობენ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად