მიხეილ სარჯველაძე - ქვეყანაში უნაყოფობა წყვილების დაახლოებით 10-12%-ში შეიძლება იყოს - დემოგრაფიული გამოწვევების გათვალისწინებით, საჭიროა მიზანმიმართული კვლევის ჩატარება, რომელიც რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით გამოწვევას შეაფასებს

ქვეყანაში უნაყოფობა წყვილების დაახლოებით 10-12%-ში შეიძლება აღინიშნებოდეს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველო დიდად არ განსხვავდება ამ მაჩვენებლით ევროპისა და აშშ-ს მაჩვენებლისგან.

„ზუსტი, ოფიციალური სტატისტიკა უშვილობაზე მსოფლიოში, გლობალური პრობლემაა. ხშირად მონაცემები კვლევებზეა დაფუძნებული და არა რეგისტრებზე. პრაქტიკულად, ამ დაავადებასთან დაკავშირებით რეგისტრი არსად შემხვედრია, რომ ცალკე ასეთი არსებობდეს. ჩვენ შეიძლება გვქონდეს სტატისტიკა, რამდენია დიაგნოსტირებული, მაგრამ შეუძლებელია გვქონდეს იმის ამსახველი სტატისტიკა, თუ რამდენია შემთხვევათა საერთო რაოდენობა ობიექტურად.

კვლევებზე დაყრდნობით, ქვეყანაში უნაყოფობა დაახლოებით წყვილების 10-12%-ში შეიძლება აღინიშნებოდეს. საქართველო დიდად არ განსხვავდება ამ მაჩვენებლით ევროპისა და აშშ-ს მაჩვენებლისგან. 10-17 % სახელდება ნორმალურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. აქ ასაკს და ყველა ფაქტორს აქვს მნიშვნელობა. აქედან ქალთა წილი 30-35% გახლავთ, თუმცა საერთაშორისო გამოცდილებით, უშვილობისას წყვილებისთვის საჭირო მკურნალობის ჩატარების შემდეგ, პრაქტიკული გამოჯანმრთელება ხდება 75-80%-ში.

დემოგრაფიული გამოწვევების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, საჭიროა დამატებით მიზანმიმართული კონკრეტული, ფოკუსირებული კვლევის ჩატარება, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შეაფასებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით არსებულ გამოწვევას, მათ შორის უშვილობას მისი მკურნალობის ბარიერის ძირითად მიზეზებს. სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელიც ჩაღრმავებულ კვლევას საჭიროებს“,- აღნიშნავს მინისტრი.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“