უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ პეტერ მადიარის შეთავაზებას უპასუხეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ პეტერ მადიარის შეთავაზებას უპასუხეს. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრო ლიტვინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენკის „ივნისის განრიგი ჯერ არ შეუთანხმებია“.

„ორმხრივი შეხვედრების შესახებ შეთანხმება ორმხრივი კონტაქტების ფარგლებში ხდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.

ცნობისთვის, გუშინ, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი და მომავალი პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი ზაკარპატიაში მდებარე ქალაქ ბერეგოვოს მერს შეხვდა.

მოგვიანებით, პეტერ მადიარმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ივნისში უკრაინულ ზაკარპატიის რეგიონში შეხვედრა შესთავაზა.

„ვთანხმდებით, რომ ზაკარპატიეში მცხოვრები უნგრელების ინტერესებშია უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გადატვირთვა. ამის საფუძველზე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ივნისის დასაწყისში, სიმბოლურად - ბერეგოვოში, შეხვედრის ინიციატივით გამოვდივარ“, - დაწერა მადიარმა სოციალურ ქსელში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად