ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი მეფე ჩარლზ III-ს, უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანობისკენ მოწოდების ძლიერი განცხადებისთვის - სწორედ ეს არის ის, რაც უკრაინასა და მთელ ევროპაში ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად არის საჭირო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეფე ჩარლზს აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობას მეფე ჩარლზ III-ს, გაერთიანებულ სამეფოსა და ყველა მამაც ამერიკელს ატლანტის ოკეანის გაღმიდან უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანობისკენ მოწოდების ამ ძლიერი განცხადებისთვის. სწორედ ეს არის ის, რაც უკრაინასა და მთელ ევროპაში ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად არის საჭირო“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხი გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას აფასებს.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მერე, ჩარლზ III-მ აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხზე ისაუბრა.

„უკრაინისა და მისი ყველაზე მამაცი ხალხის დასაცავად დღეს ურყევი გადაწყვეტილებაა საჭირო. ეს აუცილებელია ჭეშმარიტად სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა მეფე ჩარლზ III-მ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა