მიხეილ სარჯველაძე - როდესაც ვსაუბრობთ მნიშვნელოვან, ესენციურ მედიკამენტებზე, საქართველოში ხელმისაწვდომია ზუსტად იმავე ხარისხის მედიკამენტები, რაც სხვა განვითარებულ სახელმწიფოებში

როდესაც ვსაუბრობთ მნიშვნელოვან, ესენციურ მედიკამენტებზე, საქართველოში ხელმისაწვდომია ზუსტად იმავე ხარისხის მედიკამენტები, რაც სხვა განვითარებულ სახელმწიფოებში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მიერ პროგრამული მედიკამენტების შეძენა ხორციელდება ყურადღებით, ბევრი მოთხოვნით, სტანდარტითა და წინაპირობით.

„რაც შეეხება საქართველოში ხელმისაწვდომი მედიკამენტების ხარისხს, აქ რაიმე სერიოზული არგუმენტის დასახელება, ჩემი აზრით, შეუძლებელია. საქართველოში ხელმისაწვდომია ზუსტად იმავე ხარისხის მედიკამენტები, რაც სხვა განვითარებულ სახელმწიფოებში, როდესაც ვსაუბრობთ მნიშვნელოვან, ესენციურ მედიკამენტებზე...

რაც შეეხება ზოგიერთი არაპროგრამული მედიკამენტისთვის უპირატესობის მინიჭებას, არის ასეთიც, ექიმების, თუ პაციენტების მხრიდან ხდება ასეთი უპირატესობის მინიჭება. აქ გასათვალისწინებელია ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

პირველი: არსებობს მექანიზმები ასეთი მედიკამენტების იმპორტისა, ინდივიდუალური შეკვეთების გზით;

მეორე: ყველა მედიკამენტის მწარმოებელს თავისი პოლიტიკა აქვს და სამწუხაროდ უკლებლივ ყველა დასახელების მედიკამენტის იმპორტს ვერც ერთი სახელმწიფო ვერც და არც განახორციელებს. უკლებლივ ყველა მედიკამენტი, ალბათ, არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა