თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

თიბისის ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ბიზნეს მობაილბანკში ინვოისების მართვის ფუნქციონალით ისარგებლონ და კიდევ უფრო გაიმარტივონ ყოველდღიური საქმიანობა. ახალი, ინოვაციური გადაწყვეტა მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს და მას მაქსიმალურად აზღვევს შესაძლო ხარვეზებისგან.

თუკი აქამდე, ინვოისისთვის, მეწარმეებს PDF ან Ecxel-ის ფაილში შაბლონის შექმნა, მესამე პირის მონაცემების ხელით შეყვანა, დოკუმენტის მეილზე გადაგზავნა და პროცესის რამდენიმე აპლიკაციაში მართვა უწევდათ - ახალი ფუნქციონალი მათ შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად და მარტივად, ავტომატურად დააგენერირონ ონვოისი, გადაგზავნონ ის, გადარიცხონ თანხა და აკონტროლონ ჩარიცხვის სტატუსი მობაილბანკშივე, აპლიკაციიდან გაუსვლელად. ამასთანავე, ყველა ინვოისი და ჩარიცხვის დამდასტურებელი დოკუმენტი, ერთ სივრცეში, ბიზნეს მობაილბანკში იქნება თავმოყრილი.

ინოვაციური გადაწყვეტით, ბიზნესმომხმარებელი მნიშვნელოვნად ზოგავს დროს და ის მაქსიმალურად დაზღვეულია შესაძლო ხარვეზებისგან.

ახალი ფუნქციონალით სარგებლობა ეფექტიანია არა მხოლოდ მეწარმისთვის, არამედ მყიდველისთვისაც, რომელსაც ინვოისი მობაილბანკში გაეგზავნება და მას აღარ მოუწევს მომწოდებლის მონაცემების ხელით შეყვანა. ინვოისის მიღების შემდეგ, გადარიცხვის ღილაკზე დაწკაპუნებით, თანხა კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების მომწოდებელ კომპანიის ანგარიშზე გადაირიცხება.

ფინანსების ერთ სივრცეში სამართავად, ასევე, ინვოისების მართვის ფუნქციონალით სარგებლობისთვის, გადმოწერეთ თიბისის ბიზნეს მობაილბანკი - https://tbc-business.onelink.me/Ierb/w9ok9vfz და გაიმარტივეთ ყოველდღიურობა.

(R)

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა