მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შესაძლებელია, დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებების პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატოს შშმ პირის, შშმ ბავშვის მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შესაძლებელია, დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებების პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატოს შშმ პირის, შშმ ბავშვის მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი.

ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„არის მოსაზრება, დავიწყოთ მუშაობა სამმხრივი კომისიის წევრებთან შშმ პირთა დასაქმების კვოტირების სისტემის შემოღების მიზანშეწონილობის განსაზღვრის მიზნით, რომელიც ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, როგორც შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის ეფექტური ინსტრუმენტი.

მოკლევადიან პერსპექტივაში, ვფიქრობთ, პროფესიულ მომზადება-გადამზადებაში ჩართულ შშმ პირებთან, მათ შორის განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამის ფარგლებში გადამზადებულ შშმ პირებთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლის საფუძველზე, აქტიურად დავიწყოთ ინდივიდუალური მუშაობა, თითოეული მათგანის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

ასევე, შესაძლებელია, დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებების პრიორიტეტულ ჯგუფებს, რომელსაც დღეისთვის მიეკუთვნებიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის წევრები, შშმ და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები, ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები, რომ დაემატოს შშმ პირის, შშმ ბავშვის მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, რათა ამ გზით ვასტიმულიროთ მათი აქტიური დასაქმება. კი შესაძლებელია ამ თემაზე მუშაობა, ამას სჭირდება კარგად გაზომვა, როგორ გავხადოთ ეფექტიანი“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა