ფრიდრიხ მერცი - დონალდ ტრამპთან ჩემი ურთიერთობა კვლავ კარგია

დონალდ ტრამპთან ჩემი ურთიერთობა კვლავ კარგია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

„ჩემი გადმოსახედიდან, აშშ-ის პრეზიდენტთან ჩემი ურთიერთობა კვლავ კარგი რჩება. მე უბრალოდ თავიდანვე ეჭვები მქონდა, თუ რა მოხდა ირანში ომის დაწყებით. სწორედ ამის გამო საკუთარი აზრი მკაფიოდ დავაფიქსირე“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მერცის თქმით, ირანში ომით გამოწვეულ შედეგებს გერმანია და ევროპა გრძნობს.

„ჰორმუზის სრუტის დახურვა პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ენერგომომარაგებასა და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე“, - აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ირანში ომთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო გააკრიტიკა.

„გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა დასაშვებია. მან არ იცის, რას ლაპარაკობს“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მანამდე, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აშშ-ს ირანთან მოლაპარაკებებში მკაფიო სტრატეგია არ აქვს.

„ვერ ვხედავ, კონფლიქტიდან გამოსვლის რა სტრატეგიას ირჩევენ ამერიკელები. ნათელია, რომ მოლაპარაკებებში ირანელები ძალიან გამოცდილები არიან, ან უფრო ზუსტად იმაში, რომ მოლაპარაკებები არ აწარმოონ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა