ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინამ მოპარული მარცვლეულით დატვირთული გემის დაკავება ისრაელისგან ოფიციალურად მოითხოვა

უკრაინამ ოფიციალურად მიმართა ისრაელს დიპლომატიური და სამართლებრივი არხებით და გემ PANORMITIS-თან დაკავშირებით ზომების მიღება მოითხოვა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ისრაელის ხელისუფლებას გემის დაკავების შესახებ შესაბამისი მოთხოვნა წარუდგინა.

სიბიგა განმარტავს, რომ გემი ეჭვმიტანილია მარცვლეულის ტვირთის ტრანსპორტირებაში, რომელიც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული დახურული პორტიდან უკანონოდ, საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით გადაიტანეს.

„ეს არ არის Twitter-ის დიპლომატია, არამედ ძალიან კონკრეტული სამართლებრივი და დიპლომატიური მოთხოვნა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების შესახებ, რომელიც რეაგირებას მოითხოვს. ველით, რომ ისრაელის მხარე ამას ემოციური განცხადებებით კი არ უპასუხებს, არამედ სერიოზულად მიიღებს“, - აცხადებს სიბიგა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა