ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების მანძილს გაზრდის

უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების მანძილს გაზრდის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ დარტყმა საზღვრიდან 1500 კილომეტრში მდებარე რუსულ სამიზნე ობიექტზე განახორციელა და სოციალურ ქსელში დარტყმის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა.

„ეს რუსულ ტერორზე სრულიად გამართლებული უკრაინის პასუხია. მნიშვნელოვანია, რომ ყოველმა დარტყმამ რუსეთის სამხედრო მრეწველობის, ლოგისტიკისა და ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობები შეამციროს“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ცნობისთვის, მანამდე, უკრაინულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის საზღვრიდან 1500-1800 კილომეტრში მდებარე რუსულ ქალაქებში, ორსკსა და პერმში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმები განხორციელდა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა