BBC - ლონდონში დანით შეიარაღებულმა პირმა ორი ებრაელი მამაკაცი დაჭრა

ჩრდილოეთ ლონდონში დანით შეიარაღებულმა პირმა ორი ებრაელი მამაკაცი დაჭრა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩრდილოეთ ლონდონის გოლდერს გრინის რაიონში, სადაც ებრაული თემი ცხოვრობს, დანით შეიარაღებულმა პირმა ერთი მამაკაცი სავაჭრო ობიექტთან, ხოლო მეორე სინაგოგასთან დაჭრა.

დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ლონდონის პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი დაკავებულია. ასევე, მათი თქმით, დანით შეიარაღებულმა პირმა პოლიციელებზე თავდასხმაც სცადა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პირობა დადო, რომ დამნაშავე მართლმსაჯულების წინაშე წარდგება.

„გოლდერს გრინში მომხდარი ეს ანტისემიტური თავდასხმა სრულიად შემზარავია“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა