„ჯივიპის“ მფლობელი Aqualia 25 წელიწადში წყლის მართვის გლობალურ ლიდერად იქცა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელმა წამყვანმა საერთაშორისო კომპანია Aqualia-მ, მადრიდში ბრენდის დაარსებიდან 25 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გასული მეოთხედი საუკუნის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო სტრატეგიული გეგმები განიხილეს.

„2001 წელს შექმნილი ბრენდი, რომელიც თავდაპირველად ესპანეთის მუნიციპალიტეტებს ემსახურებოდა, დღეს წყლის რესურსების მართვის გლობალურ ლიდერად იქცა. ამჟამად Aqualia მსოფლიოს 19 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, იტალიაში, იაპონიასა და საქართველოში ოპერირებს. კომპანიის ზრდა ციფრებშიც შთამბეჭდავია: თუ 2002 წელს მისი შემოსავალი 379 მილიონ ევროს შეადგენდა, 2025 წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა 1.7 მილიარდ ევროს გადააჭარბა, რაც 25 წელიწადში 370%-იან ზრდას ნიშნავს. დღეს Aqualia-ს გლობალური გუნდი 14,400-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში წყლის მდგრად მართვაზე ზრუნავენ.

საიუბილეო ღონისძიებაზე Aqualia-ს გენერალურმა დირექტორმა, სანტიაგო ლაფუენტემ ხაზი გაუსვა, რომ ბრენდის წარმატების საფუძველი საჯარო მომსახურების მაღალი პასუხისმგებლობა და ინოვაციებისკენ მუდმივი სწრაფვაა. მისი თქმით, კომპანია უბრალო კონტრაქტორი კომპანიიდან გადაიქცა სრულ ციკლზე პასუხისმგებელ ოპერატორად, რომლისთვისაც პრიორიტეტული თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვა და მაღალი სტანდარტების დანერგვაა. ამის დასტურია კომპანიის ბოლოდროინდელი წარმატებებიც, მათ შორის აშშ-ში, ტეხასის შტატში დაგეგმილი წყლის გამტკნარების მასშტაბური პროექტი, რაც Aqualia-ს ტექნოლოგიური უპირატესობის კიდევ ერთი აღიარებაა.

25 წლის წინ დასახული მისია - წყლის მართვის თანამედროვე და ეფექტიანი კულტურის შექმნა - დღეს უკვე რეალობაა, რასაც კომპანია ყოველდღიური საქმიანობითა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით ამტკიცებს. ბრენდის საიუბილეო თარიღი კომპანიისთვის ახალი ეტაპის დასაწყისია, რომელიც კიდევ უფრო მეტ აქცენტს ციფრულ ტრანსფორმაციასა და მდგრადი სისტემების განვითარებაზე გააკეთებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა