ურსულა ფონ დერ ლაიენი - ძალიან კარგი საუბარი მქონდა პეტერ მადიართან ბრიუსელში - ჩვენი გუნდები გააგრძელებენ მჭიდროდ მუშაობას აყვავებული უნგრეთისთვის, რომელიც საერთო ევროპული სახლის გულშია

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი პარტია „ტისას“ ლიდერს, უნგრეთის მომავალ პრემიერ-მინისტრს, პეტერ მადიარს შეხვდა. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

“ძალიან კარგი საუბარი მქონდა დღეს პეტერ მადიართან ბრიუსელში.

განვიხილეთ ნაბიჯები, რომლებიც უნგრეთისთვის განკუთვნილი ფინანსური სახსრების განბლოკვისთვისაა საჭირო, რომლებიც კორუფციასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული კითხვების გამოა გაყინული.

ევროკომისია მხარს დაუჭერს თქვენს მუშაობას ამ პრობლემების მოსაგვარებლად და საერთო ევროპულ ღირებულებებთან ხელახლა თანხვედრაში მოსაყვანად.

ჩვენი გუნდები გააგრძელებენ ერთად მჭიდროდ მუშაობას აყვავებული უნგრეთისთვის, რომელიც ჩვენი საერთო ევროპული სახლის გულშია”,-წერს ფონ დერ ლაიენი.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ