საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმყოფებოდნენ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ და თავმჯდომარის მოადგილემ ვასილ როინიშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის და ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელს ბანუ თერზიოღლუს უმასპინძლეს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ახლად დანიშნულ ელჩს მუსტაფა თურქერ არის დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-თურქეთს შორის თანამშრომლობას სამართლებრივ სფეროში, მათ შორის კონსტიტუციური მართლმსაჯულების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და ინსტიტუციური დიალოგის გაღრმავებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს