თეონა თედელაური - ჯანდაცვის სამინისტროში ცხრავე შეხვედრა იყო ერთსა და იმავე ტონალობაში და ხელის ბრახუნი, რომ წამლები ძვირია - მშობლები ვითხოვთ, მოვიდეს მინისტრი, მოგვიყვანოს ექიმები და ვისაუბროთ ღია დებატებში

ცხრა შეხვედრა გვქონდა ჯანდაცვის მინისტრთან, ცხრავე შეხვედრა იყო ერთსა და იმავე ტონალობაში, ერთი და იგივე სიტყვებით. მარტო ხელის ბრახუნი მაგიდაზე. ის, რომ წამლები ძვირია, რომ არ აქვს სახელმწიფოს იმის შესაძლებლობა, რომ დაგვაკმაყოფილოს და წამლები შემოიტანონ ამ ბავშვებისთვის. არც კი მოგვისმინა მშობლებს, ისე უტიფრად გვეუბნებოდა, რომ არ გააკეთებს და მორჩა, - ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვის დეიდამ, თეონა თედელაურმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

თედელაურის თქმით, რაც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა, ყველაფერი ტყუილია.

“სარჯველაძე ტყუის. ყველა სიტყვა, რომელიც დღეს მისგან მოვისმინეთ ტელევიზიით, იყო ტყუილი. ადამიანი გამოვიდა და იძახის, წამლები კი არ უშველით, სამი წლით გადაავადებს დაავადებასო. სამი წელი გადაავადებს რას ნიშნავს? სამი წელი ბავშვის ჯანმრთელობა იქნება სტაბილურად შენარჩუნებული.

ჩვენ არარეალურს არაფერს არ ვითხოვთ. ევროპასა და ამერიკაში უკვე არის ჩაშვებული წამალი, რომელსაც იღებენ სხვა ბავშვები და გაუმჯობესებული აქვთ მოტორიკა, გამოდის მინისტრი და იძახის, ჯერ მარტო ვირთხებზე არის კვლევა ჩატარებულიო, კარგად მოიძიოს ინფორმაცია. ასე "დაგუგლული" ინფორმაციებით ლაპარაკს თავი დაანებოს და რეალობა რაც არის, ის ილაპარაკოს.

მე მყავს ექიმი ამერიკაში, რომელმაც ჩემს დისშვილს გაუკეთა გენური თერაპია, შემიძლია უშუალოდ იმ ქალს დავაკავშირო და მასთან გაიაროს კონსულტაცია, მაგრამ ჩვენთან კომუნიკაციაზე აღარ გამოდის, ჯდება თავის ტელევიზიებში და თავისთვის ლაპარაკობს.

მშობლები ვითხოვთ, მოგვიყვანოს ექიმები, მოვიდეს თვითონაც, დაგვიჯდეს და ღია დებატებში ვისაუბროთ. ამას არ აკეთებს”, - განაცხადა თეონა თედელაურმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა