დონალდ ტრამპი - პუტინს ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე და ვფიქრობ, რომ შეიძლება გააკეთოს

კარგი საუბარი მქონდა პუტინთან, ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე, შეიძლება დათანხმდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“დღეს ვესაუბრე [პუტინს]... ველაპარაკე უკრაინაზე და ცოტა ირანზე ველაპარაკე. სამ სხვადასხვა რაღაცაზე ვესაუბრე, ძირითადად უკრაინაზე. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. მგონია, რომ შედარებით სწრაფად მოვაგვარებთ.

მგონია, რომ მას სურს მოგვარება და ეს კარგია.

მითხრა, რომ [ირანის მიერ ურანის] გამდიდრებაში ჩართულობა სურს, თუ შეუძლია დაგვეხმაროს [შეთანხმების] მიღწევაში. ვუთხარი, რომ ჯობია უკრაინასთან ომის დასრულებაში იყოს ჩართული. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება.

არ დავუშვებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს… მასაც [პუტინსაც] არ სურს, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ.

გრძელი საუბარი მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე და ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება გააკეთოს. შეიძლება გამოაცხადოს ეს…

ვკითხე, თუნდაც მოკლე ცეცხლის შეწყვეტა იყოს. ამდენი ადამიანი კვდება დაუჯერებელია”, - განაცხადა ტრამპმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა