ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსთან დაკავშირებულ ორგანიზაციებსა და ბელარუსის მოქალაქეებს, მათ შორის ალექსანდრე ლუკაშენკოს ორ შვილს, სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ახალ სანქციებს, მათ შორის ბელარუსთან დაკავშირებული ორგანიზაციების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ზელენსკიმ თავად განაცხადა.

“ხელი მოვაწერე უკრაინის სანქციების კიდევ ერთ პაკეტს - მნიშვნელოვანს - რომლის სამიზნეც ბელარუსული ორგანიზაციებია. ეს ჩვენი მრავალი პარტნიორისთვის სიგნალია იმის შესახებ, თუ სად უნდა განხორციელდეს ზეწოლა ამ ომის მასშტაბისა და ინტენსივობის შესამცირებლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ბელარუსი უკრაინის წინაღმდეგ ომში არ უნდა ჩაერთოს.

„ბელარუსი ამ ომში არ უნდა ჩაითრიონ. სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ ოპერაციები არ უნდა განხორციელდეს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ეს ომი ღირსეული მშვიდობით უნდა დასრულდეს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანქციების სია მოიცავს ბელარუსის 16 მოქალაქეს და 11 ორგანაზაციას, რომლებიც რუსეთის სამხედრო ინდუსტრიას მხარდაჭერას უწევენ.

დასანქცირებულ მოქალაქეებს შორის არიან ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილები, ვიქტორ და დიმიტრი ლუკაშენკოები. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი ჩართულები არიან საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით პროდუქციის ექსპორტში, ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებასა და ბელარუსის გავლით რეექსპორტში.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა